ნამყო განგრძობითი (Past Continuous) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში ნამყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს ნამტო მარტივი ფორმებისგან ( was / were ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან. აწმყოს მიმღეობის წარმოება უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing. ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ. ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -e e დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები (singe, age, dye). ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing. ზმნები, რომლებიც არიან ორ ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება და ამავდროულად მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე, იორმაგებენ ბოლო თანხმოვანს. იმ შემთხვევაში, თუ მახვილი არ მოუდის ბოლო მარცვ...