Skip to main content

ნამყო განგრძობითი

ნამყო განგრძობითი  (Past Continuous)

წარმოება

დადებითი (მტკიცებითი) ფორმა

დადებით (მტკიცებით) ფორმაში ნამყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს ნამტო მარტივი ფორმებისგან ( was / were ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან.

აწმყოს მიმღეობის წარმოება 

  • უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing.



  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ.





ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე  და გამონაკლისი ზმნები (singe, age, dye).




  • ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება  -ing.




  • ზმნები, რომლებიც არიან ორ ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება და ამავდროულად მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე, იორმაგებენ ბოლო თანხმოვანს.





იმ შემთხვევაში, თუ მახვილი არ მოუდის ბოლო მარცვალზე, მაშინ მხოლოდ ემატებათ დაბოლოება -ing.


  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანი + ხმოვანი + l დაბოლოებაზე იორმაგებენ  l -ს.


  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ie დაბოლოებაზე, შორდებათ დაბოლოება -ie  და ემატებათ -ying.



დავუბრუნდეთ კვლავ ნამყო განგრძობითი დროის დადებითი ფორმის წარმოებას. ქვემოთ მოცემულია სრული და შემოკლებული ფორმები.






უარყოფითი ფორმა

უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნის უარყოფით ფორმას.





კითხვითი ფორმა

კითხვითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ ინვერსიას და დამხმარე ზმნა გადადის ქვემდებარის წინ.





კითხვები, რომლებიც იწყება დამხმარე ზმნებზე ვპასუხობთ მოკლე პასუხებით და პასუხში ვიყენებთ კითხვაში გამოყენებულ დამხმარე ზმნას.








თუ კითხვაში გვაქვს კითხვითი სიტყვა, მაშინ წინადადებას აქვს შემდეგი წყობა:






გამოყენება

განვიხილოთ ნამყო განგრძობითის გამოყენების შემთხვევები.
  • მოქმედება, რომლიც წარსულის კონკრეტულ მომენტში განვითარების პროცესში იყო.

Were you chatting to Matt online at midnight last night?
  • მოქმედება, რომელიც წარსულის კონკრეტულ პერიოდში განვითარების პროცესში იყო.

At the turn of the twentieth century, many discoveries were being made in physics and other sciences.
  • დროებითი სიტუაციები ან მოქმედებების მიმდევრობა, რომლებიც ხდებოდა წარსულში.
At the time, I was working for a large software company in California.
  • სიტუაციები, რომლებიც იცვლება და ვითარდება წარსულში.

I was getting frustrated with my internet provider so I decided to change.
  • წარსულში ამბის თხრობისას ფონის აღწერისთვის.

It was raining outside and people were making their way home after work.
  • მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს წარსულში რაღაც პერიოდის განმავლობაში.
Were you writing e-mails all yesterday morning?
  • ორი მოქმედება, რომელიც ერთდოულად მიმდინარეობს.
While I was playing a computer game, my brother was doing his homework.
  • განვითარების პროცესში მყოფი მოქმედება, რომელიც შეწყვიტა წარსულში მომხდარმა სხვა მოქმედებამ. პროცესში მყოფი მოქმედების გამოსახატავად ვიყენებთ ნამყო განგრძობითს (Past Continuous), ხოლო მოქმედებისთვის, რომელმაც შეწყვიტა ის, ვიყენებთ ნამყო მარტივს (Past Simple).
We were talking about MP3s when Andrea mentioned her new music website.
  • ნამყო განგრძობითი დრო გამოხატავს უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას, თუ გამოვიყენებთ ზმნიზედას always და usually.
When she was young, Tina was always taking things apart to see how they worked.
  • წინასწარ გეგმას წარსულში.
He was busy packing, for he was leaving that night.
  • შეიძლება გამოხატავდეს აწმყოს ან მომავალს (პირობით წინადადებებში)
Would you be happier if you were studying computer science?
  • შეიძლება გამოხატავდეს აწმყოს ან მომავალს შმდეგ სიტყვებთან wish, it's time, would rather და ა.შ.
I wish we were going to the computer fair next weekend.




დავალება: მიმდინარეობს სავარჯიშოების მომზადების პროცესი.

















Comments

Popular posts from this blog

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

აწმყო განგრძობითი (Present Continuous) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს აწმყო მარტივი ფორმისგან ( am / is /are ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან. აწმყოს მიმღეობის წარმოება უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing . open open ing walk walk ing ზმნები, რომმლებიც ბოლოვდება -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ. make mak ing close clos ing ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები ( age, dye, singe ). age age ing dye dye ing singe singe ing agree agree ing see see ing free free ing ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing . run runn ing sit sitt ing ზმნები, რომლებიც არიან ორი ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი +...

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარსული მარტივი ( Past Simple ) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა ინგლისურ ენაში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. როგორც წესიერი, ასევე არაწესიერი ზმნების წარსული მარტივი ფორმა იწარმოება ზმნის მე-2 ფორმით. წესიერი ზმნის მე-2 ფორმის წარმოება  წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე -e ემატებათ -d . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y იცვლება i -თი და ემატება   -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან  -ხმოვანი + y  დაბოლოებაზე,  უცვლელად ემატება  -ed . ერთმარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი , -ed სუფიქსის დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ. ორ ან მეტ მარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება  თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი  და მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე,  -ed  დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებს. თუ ზმნას არ მოუდის მახვილი ბოლო მარცვალ...

აწმყო მარტივი (Present Simple)

აწმყო მარტივი ( Present Simple) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო მარტივი დრო იწარმოება ზმნის საწყისი ფორმით “to” ნაწილაკის გარეშე. I / You / We / They work He / She / It work s ზმნების უმრავლესობას მხოლობითი რიცხვის მე-3 პირში ემატება დაბოლოება - s . ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -o, -s, -ss, -sh, -ch ან -x-ზე ემატებათ დაბოლოება - es . I / You / We / They go He / She / It go es pass pass es brush brush es watch watch es fix fix es ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანს + y -ზე y იცვლება i- თი და ზმნას ემატება დაბოლოება - es . I / You / We / They tidy He / She / It tid ies ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან ხმოვანს + y -ზე ზმნას ემატება დაბოლოება - s . I / You / We / They play He / She / It play s უარყოფითი ფორმა უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნებს do not (= don’t ) და does not (= doesn’t ) . მიაქციეთ ყურადღება, რომ doesn’t...