Skip to main content

About us

ჩარიცხვის წესი

ჯგუფში ჩარიცხვა ხდება ტესტირებისა და გასაუბრების გზით შესაბამისი დონის ჯგუფში. ტესტირების ღირებულიბა შეადგენს 20 ლარს, რაც შედის სწავლის საფასურში. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი ან სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და მეცადინეობის დაწყების საათი 10:00, 12:00, 15:00, 17:00 ან 19:00. მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, მოზრდილებისთვის 2 საათის განმავლობაში, ხოლო ბავშვვებისა და მოზარდებისთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 1,5 საათს.
მისაღები გამოცდის წერითი ნაწილი ასევე შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეჟიმში.

ტესტის დაწყება!

სასწავლო დონეები

ჩვენი სასწავლო ცენტრი გთავაზობთ სწავლების 7 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლის ხანგრძლივობაა 4 თვე, გარდა დაწყებითი დონისა, სადაც კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.
სასწავლო დონეები
  • Beginner
  • Elementary
  • Pre-Intermediate
  • Intermediate
  • Upper-Intermediate
  • Pre-Advanced
  • Advanced
ასევე გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ სპეციალურ კურსს. აღნიშნული კურსი გათვლილია მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებზე. მისი ხანგრძლივობაა 9 თვე. მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ და გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2 საათი.

Comments

Popular posts from this blog

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

აწმყო განგრძობითი (Present Continuous) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს აწმყო მარტივი ფორმისგან ( am / is /are ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან. აწმყოს მიმღეობის წარმოება უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing . open open ing walk walk ing ზმნები, რომმლებიც ბოლოვდება -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ. make mak ing close clos ing ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები ( age, dye, singe ). age age ing dye dye ing singe singe ing agree agree ing see see ing free free ing ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing . run runn ing sit sitt ing ზმნები, რომლებიც არიან ორი ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი +...

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარსული მარტივი ( Past Simple ) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა ინგლისურ ენაში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. როგორც წესიერი, ასევე არაწესიერი ზმნების წარსული მარტივი ფორმა იწარმოება ზმნის მე-2 ფორმით. წესიერი ზმნის მე-2 ფორმის წარმოება  წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე -e ემატებათ -d . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y იცვლება i -თი და ემატება   -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან  -ხმოვანი + y  დაბოლოებაზე,  უცვლელად ემატება  -ed . ერთმარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი , -ed სუფიქსის დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ. ორ ან მეტ მარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება  თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი  და მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე,  -ed  დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებს. თუ ზმნას არ მოუდის მახვილი ბოლო მარცვალ...

აწმყო მარტივი (Present Simple)

აწმყო მარტივი ( Present Simple) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო მარტივი დრო იწარმოება ზმნის საწყისი ფორმით “to” ნაწილაკის გარეშე. I / You / We / They work He / She / It work s ზმნების უმრავლესობას მხოლობითი რიცხვის მე-3 პირში ემატება დაბოლოება - s . ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -o, -s, -ss, -sh, -ch ან -x-ზე ემატებათ დაბოლოება - es . I / You / We / They go He / She / It go es pass pass es brush brush es watch watch es fix fix es ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანს + y -ზე y იცვლება i- თი და ზმნას ემატება დაბოლოება - es . I / You / We / They tidy He / She / It tid ies ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან ხმოვანს + y -ზე ზმნას ემატება დაბოლოება - s . I / You / We / They play He / She / It play s უარყოფითი ფორმა უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნებს do not (= don’t ) და does not (= doesn’t ) . მიაქციეთ ყურადღება, რომ doesn’t...