Skip to main content

აწმყო მარტივი (Present Simple)

აწმყო მარტივი (Present Simple)

წარმოება

დადებითი (მტკიცებითი) ფორმა

დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო მარტივი დრო იწარმოება ზმნის საწყისი ფორმით “to”
ნაწილაკის გარეშე.
I / You / We / They
work
He / She / It
works
  • ზმნების უმრავლესობას მხოლობითი რიცხვის მე-3 პირში ემატება დაბოლოება -s.
  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -o, -s, -ss, -sh, -ch ან -x-ზე ემატებათ დაბოლოება -es.



I / You / We / They
go




He / She / It
goes
pass
passes
brush
brushes
watch
watches
fix
fixes
  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანს + y -ზე y იცვლება i- თი და ზმნას ემატება დაბოლოება -es.
I / You / We / They
tidy
He / She / It
tidies
  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან ხმოვანს + y -ზე ზმნას ემატება დაბოლოება -s.
I / You / We / They
play
He / She / It
plays

უარყოფითი ფორმა

უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნებს do not (=don’t) და does not
(=doesn’t). მიაქციეთ ყურადღება, რომ doesn’t დამხმარე ზმნის გამოყენების დროს მთავარ
ზმნას აღარ ემატება დაბოლოებები -s და -es.
I / You / We / They
don’t
tidy
He / She / It
doesn’t
tidy


კითხვითი ფორმა

კითხვითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნებს Do და Does. მიაქციეთ ყურადღება,
რომ Does დამხმარე ზმნის გამოყენების დროს მთავარ ზმნას აღარ ემატება დაბოლოებები -s და -es.
Do
I / we / you / they
fly?
Does
he / she / it
fly?
კითხვები, რომლებიც იწყება დამხმარე ზმნებზე Do და Does ვპასუხობთ მოკლე პასუხებით.
Yes,
No,
I / we / you / they
do.
don’t.
Yes,
No,
he / she / it
does.
doesn’t.

თუ კითხვაში გვაქვს კითხვითი სიტყვა, მაშინ წინადადებას აქვს შემდეგი წყობა:
კითხვითი სიტყვა
დამხმარე ზმნა
სუბიექტი
მთავარი ზმნა
What
do
pilots
do?


გამოყენება

განვიხილოთ აწმყო მარტივის გამოყენების შემთხვევები:
  • მოქმედებები, რომლებიც ყოველთვის ან რეგულარულად ხდება (მაგ: ყოველდღე, ხშირად, ხანდახან და ა.შ)
Sally cycles to school every day.
  • ჭეშმარიტებები, რომლებიც საყოველთაოდაა ცნობილი.
Cows eat grass.
  • მდგომარეობის გამომხატველ ზმნებთან. ესაა ზმნები, რომლებიც გამოხატავენ ფიქრებს, გრძნობებს, ურთიერთობებს, ემოციებსა და არსებობის გამომხატველ მდგომარეობებს. მაგალითად, believe, hate, like, love, need, know, prefer, want და ა.შ. როგორც წესი ამ ტიპის ზმნებს არ გააჩნიათ განგრძობითი (continuous) დროები. 
I like this music. NOT  I’m liking this music.


დავალება: გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე და შეასრულეთ დავალებები. ტესტი ფასდება
ავტომატურად, ასე რომ დასრულების შემდეგ შეძლებთ ნახოთ თქვენს მიერ დაშვებული
შეცდომები.

Pre_Intermediate 1 Pre_Intermediate 2



Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

აწმყო განგრძობითი (Present Continuous) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს აწმყო მარტივი ფორმისგან ( am / is /are ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან. აწმყოს მიმღეობის წარმოება უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing . open open ing walk walk ing ზმნები, რომმლებიც ბოლოვდება -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ. make mak ing close clos ing ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები ( age, dye, singe ). age age ing dye dye ing singe singe ing agree agree ing see see ing free free ing ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing . run runn ing sit sitt ing ზმნები, რომლებიც არიან ორი ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი +...

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარსული მარტივი ( Past Simple ) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა ინგლისურ ენაში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. როგორც წესიერი, ასევე არაწესიერი ზმნების წარსული მარტივი ფორმა იწარმოება ზმნის მე-2 ფორმით. წესიერი ზმნის მე-2 ფორმის წარმოება  წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე -e ემატებათ -d . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y იცვლება i -თი და ემატება   -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან  -ხმოვანი + y  დაბოლოებაზე,  უცვლელად ემატება  -ed . ერთმარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი , -ed სუფიქსის დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ. ორ ან მეტ მარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება  თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი  და მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე,  -ed  დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებს. თუ ზმნას არ მოუდის მახვილი ბოლო მარცვალ...