Skip to main content

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

წარმოება

დადებითი (მტკიცებითი) ფორმა

დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს აწმყო მარტივი ფორმისგან ( am / is /are ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან.

აწმყოს მიმღეობის წარმოება

  • უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing.

open
opening
walk
walking
  • ზმნები, რომმლებიც ბოლოვდება -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ.

make
making
close
closing
ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები ( age, dye, singe ).

age
ageing
dye
dyeing
singe
singeing
agree
agreeing
see
seeing
free
freeing
  • ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing.

run
running
sit
sitting
  • ზმნები, რომლებიც არიან ორი ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება და ამავდროულად მახვილი მოუდით ბოლო მარცვალზე, იორმაგებენ ბოლო თანხმოვანს.

begin
beginning
prefer
preferring
იმ შემთხვევაში, თუ მახვილი არ მოუდის ბოლო მარცვალზე, მაშინ მხოლოდ ემატებათ დაბოლოება -ing.

visit
visiting
  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანი + ხმოვანი + l დაბოლოებაზე იორმაგებენ l-ს.

travel
travelling
  • ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ie დაბოლოებაზე, შორდებათ დაბოლოება -ie და ემატებათ -ying.

die
dying

დავუბრუნდეთ კვლავ აწმყო განგრძობითი დროის წარმოებას. ქვემოთ მოცემულია სრული და შემოკლებული ფორმები.

I
am ( ‘m )


         wearing
We / You / They
are ( ‘re )
He / She / It
is ( ‘s )

უარყოფითი ფორმა

უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნის უარყოფით ფორმას.

I
am not ( ‘m  not )


         wearing
We / You / They
are not ( aren’t )
He / She / It
is not ( isn’t )

კითხვითი ფორმა

კითხვითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ ინვერსიას და დამხმარე ზმნა გადადის ქვემდებარის წინ.

Am
I


         wearing
Are
we / you / they
Is
he / she / it
კითხვები, რომლებიც იწყება დამხმარე ზმნებზე ვპასუხობთ მოკლე პასუხებით და პასუხში ვიყენებთ კითხვაში გამოყენებულ დამხმარე ზმნას.

Yes,
No,
I
am.
‘m not.
Yes,
No,
you / we / they
are.
aren’t.
Yes,
No,
he / she / it
is.
isn’t.
თუ კითხვაში გვაქვს კითხვითი სიტყვა, მაშინ წინადადებას აქვს შემდეგი წყობა:

კითხვითი სიტყვა
დამხმარე ზმნა
სუბიექტი
მთავარი ზმნა
What
are
you
doing?

გამოყენება

განვიხილოთ აწმყო განგრძობითის გამოყენების შემთხვევები.
  • საუბრის მომენტში მიმდინარე მოქმედებები.

Look! It’s raining.
  • დროებითი მოქმედებები ან სიტუაციები, რომლებიც ხდება ახლა, მაგრამ შეიძლება არ ემთხვეოდეს საუბრის მომენტს.
My mum’s learning English in the evenings.
  • მომავალში დაგეგმილი მოქმედებები, გეგმები.
We’re playing tennis tomorrow.
  • ჩვენ არ ვიყენებთ აწმყო განგრძობით დროს მდგომარეობის გამომხატველ ზმნებთან. ესაა ზმნები, რომლებიც გამოხატავენ ფიქრებს, გრძნობებს, ურთიერთობებს, ემოციებსა და არსებობის გამომხატველ მდგომარეობებს. მაგალითად, believe, hate, like, love, need, know, prefer, want და ა.შ. როგორც წესი ამ ტიპის ზმნებს არ გააჩნიათ განგრძობითი (continuous) დროები.
I like this music. NOT  I’m liking this music.
  • ზმნები think და have -ის ზოგიერთი მნიშვნელობისთვის აწმყო განგრძობითი ფორმის გამოყენება არ შეგვიძლია. მაგალითად,
ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზმნა think აწმყო განგრძობითში, თუ ის გამოხატავს ჩვენს აზრს.
I think he’s nice. NOT I’m thinking he’s nice.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზმნა think აწმყო განგრძობითში, თუ ის გამოხატავს მოქმედებას.
She’s thinking about the film.
ჩვენ შეგვიძლია არ გამოვიყენოთ ზმნა have აწმყო განგრძობითში, თუ ის გამოხატავს კუთვნილებას.
I have a ticket. NOT I’m having a ticket.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ზმნა have აწმყო განგრძობითში, თუ ის გამოხატავს მოქმედებას.
I’m having breakfast. He’s having fun.
  • აწმყო განგრძობითი დრო გამოხატავს უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას, თუ გამოვიყენებთ ზმნიზედას always.
You’re always telling lies!



Comments

  1. ხვალ ოლიმპიადა, მაქვს ინგლისურში და თითქმის ყველაფერი დამვიწყებოდა... გმადლობ, ძალიან კარგადაა გაშლილი ყველაფერი... იმედია 10 ქულას მაინც ავიღებ🤧 თუ არ ავიღებ...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარსული მარტივი ( Past Simple ) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა ინგლისურ ენაში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. როგორც წესიერი, ასევე არაწესიერი ზმნების წარსული მარტივი ფორმა იწარმოება ზმნის მე-2 ფორმით. წესიერი ზმნის მე-2 ფორმის წარმოება  წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე -e ემატებათ -d . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y იცვლება i -თი და ემატება   -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან  -ხმოვანი + y  დაბოლოებაზე,  უცვლელად ემატება  -ed . ერთმარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი , -ed სუფიქსის დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ. ორ ან მეტ მარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება  თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი  და მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე,  -ed  დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებს. თუ ზმნას არ მოუდის მახვილი ბოლო მარცვალ...

აწმყო მარტივი (Present Simple)

აწმყო მარტივი ( Present Simple) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო მარტივი დრო იწარმოება ზმნის საწყისი ფორმით “to” ნაწილაკის გარეშე. I / You / We / They work He / She / It work s ზმნების უმრავლესობას მხოლობითი რიცხვის მე-3 პირში ემატება დაბოლოება - s . ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -o, -s, -ss, -sh, -ch ან -x-ზე ემატებათ დაბოლოება - es . I / You / We / They go He / She / It go es pass pass es brush brush es watch watch es fix fix es ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანს + y -ზე y იცვლება i- თი და ზმნას ემატება დაბოლოება - es . I / You / We / They tidy He / She / It tid ies ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან ხმოვანს + y -ზე ზმნას ემატება დაბოლოება - s . I / You / We / They play He / She / It play s უარყოფითი ფორმა უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნებს do not (= don’t ) და does not (= doesn’t ) . მიაქციეთ ყურადღება, რომ doesn’t...