Skip to main content

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარმოება

დადებითი (მტკიცებითი) ფორმა

ინგლისურ ენაში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. როგორც წესიერი, ასევე არაწესიერი ზმნების წარსული მარტივი ფორმა იწარმოება ზმნის მე-2 ფორმით.

წესიერი ზმნის მე-2 ფორმის წარმოება 

წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed.
წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე -e ემატებათ -d.
წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y იცვლება i-თი და ემატება -ed.
წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ხმოვანი + y დაბოლოებაზე,  უცვლელად ემატება -ed.
ერთმარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი, -ed სუფიქსის დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ.
ორ ან მეტ მარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი და მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე, -ed დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებს.

თუ ზმნას არ მოუდის მახვილი ბოლო მარცვალზე, მაშინ ის არ იორმაგებს ბოლო თანხმოვანს.
ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე თანხმოვანი + ხმოვანი + l,  -ed სუფიქსის დართვისას  l-ს იორმაგებენ.
ყურადღება! " l " არ გაორმაგდება ამერიკულ ინგლისურში.
არაწესიერი ზმნების შემთხვევაში, არაწესიერი ზმნების ცხრილში ზმნის მეორე ფორმა წარმოადგენს წარსული მარტივი დროის ფორმას.

დავუბრუნდეთ კვლავ წარსული მარტივი დროის დადებითი ფორმის წარმოებას. წარსულ მარტივ დროში ზმნა არ იცვლის ფორმას პირისა და რიცხვის მიხედვით. ნებისმიერ პირთან გამოიყენება ერთიდაიგივე ფორმით. ქვემოთ მოცემულია წარსული მარტივი დროის ფორმები.


უარყოფითი ფორმა

უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნას didn't და ზმნის საწყის ფორმას.

კითხვითი ფორმა

კითხვითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნას Did და ზმნის საწყის ფორმას.
კითხვები, რომლებიც იწყებიან დამხმარე ზმნებზე ვპასუხობთ მოკლე პასუხებით და პასუხში ვიყენებთ კითხვაში გამოყენებულ დამხმარე ზმნას.
რაც შეეხება ზმნას to be , ის არ საჭიროებს დამხმარე ზმნას წარსული ფორმის საწარმოებლად. ქვემოთ მოცემულია to be ზმნის დადებითი, უარყოფითი და კითხვითი ფორმები.
დადებითი ფორმა
უარყოფითი ფორმა
კითხვითი ფორმა
მოკლე პასუხები

გამოყენება

განვიხილოთ წარსული მარტივის გამოყენების შემთხვევები.
  • წარსულში მომხდარი დასრულებული მოქმედება.
Sony and Philips invented the CD in the early 1980s.
  • განმეორებითი და ჩვეული მოქმედებები წარსულში.
We moved house a lot when I was a kid.
  • საზოგადო ჭეშნარიტება წარსულის შესახებ.
Early clocks were usually very unreliable.
  • მუდმივი სიტუაციები და მდგომარეობები წარსულში.
Did the ancient Egyptians have more advanced technology than other civilisation?
  • მთავარი მოქმედებები ისტორიებში. ასევე მოქმედებები, რომლებიც თანმიმდევრობით მოხდნენ.
Frank turned on the TV and sat on the sofa.
  • აწმყო ( პირობიან წინადადებებში ).
If we didn't have computers, what would the world be like?
  • აწმყო ( ჩამოთვლილი სიტყვების შემდეგ wish, it's time, would rather და ა.შ ).
I'd rather Michael didn't waste so much time playing video games.

დადებით წინადადებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ დამხმარე ზმნა, როდესაც ხაზს ვუსვამთ განსხვავებას წარსულთან.
Perhaps our grandparents didn't have email, but they have the telephone and telegrams.

დადებით წინადადებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ დამხმარე ზმნა, როდესაც ხაზს ვუსვამთ ძლიერ შეგრძნებას წარსულში.
I did enjoy our visit to the Science Museum last summer.

დავალება: გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე და შეასრულეთ დავალებები. ტესტი ფასდება
ავტომატურად, ასე რომ დასრულების შემდეგ შეძლებთ ნახოთ თქვენს მიერ დაშვებული
შეცდომები.

Elementary







Comments

  1. ცოტა ზნელად არის დაწერილი მაგრამ კარგია

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

აწმყო განგრძობითი (Present Continuous) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს აწმყო მარტივი ფორმისგან ( am / is /are ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან. აწმყოს მიმღეობის წარმოება უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing . open open ing walk walk ing ზმნები, რომმლებიც ბოლოვდება -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ. make mak ing close clos ing ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები ( age, dye, singe ). age age ing dye dye ing singe singe ing agree agree ing see see ing free free ing ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing . run runn ing sit sitt ing ზმნები, რომლებიც არიან ორი ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი +...

აწმყო მარტივი (Present Simple)

აწმყო მარტივი ( Present Simple) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო მარტივი დრო იწარმოება ზმნის საწყისი ფორმით “to” ნაწილაკის გარეშე. I / You / We / They work He / She / It work s ზმნების უმრავლესობას მხოლობითი რიცხვის მე-3 პირში ემატება დაბოლოება - s . ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -o, -s, -ss, -sh, -ch ან -x-ზე ემატებათ დაბოლოება - es . I / You / We / They go He / She / It go es pass pass es brush brush es watch watch es fix fix es ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანს + y -ზე y იცვლება i- თი და ზმნას ემატება დაბოლოება - es . I / You / We / They tidy He / She / It tid ies ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან ხმოვანს + y -ზე ზმნას ემატება დაბოლოება - s . I / You / We / They play He / She / It play s უარყოფითი ფორმა უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნებს do not (= don’t ) და does not (= doesn’t ) . მიაქციეთ ყურადღება, რომ doesn’t...