Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2018

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარსული მარტივი ( Past Simple ) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა ინგლისურ ენაში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. როგორც წესიერი, ასევე არაწესიერი ზმნების წარსული მარტივი ფორმა იწარმოება ზმნის მე-2 ფორმით. წესიერი ზმნის მე-2 ფორმის წარმოება  წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე -e ემატებათ -d . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y იცვლება i -თი და ემატება   -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან  -ხმოვანი + y  დაბოლოებაზე,  უცვლელად ემატება  -ed . ერთმარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი , -ed სუფიქსის დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ. ორ ან მეტ მარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება  თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი  და მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე,  -ed  დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებს. თუ ზმნას არ მოუდის მახვილი ბოლო მარცვალ...

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

აწმყო განგრძობითი (Present Continuous) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს აწმყო მარტივი ფორმისგან ( am / is /are ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან. აწმყოს მიმღეობის წარმოება უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing . open open ing walk walk ing ზმნები, რომმლებიც ბოლოვდება -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ. make mak ing close clos ing ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები ( age, dye, singe ). age age ing dye dye ing singe singe ing agree agree ing see see ing free free ing ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing . run runn ing sit sitt ing ზმნები, რომლებიც არიან ორი ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი +...

აწმყო სრული (Present Perfect)

აწმყო სრული (Present Perfect) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა აწმყო სრული დრო იწარმოება დამხმარე ზმნა   to have -ის აწმყო ფორმისა ( have / has ) და მთავარი ზმნის ნამყოს მიმღეობისგან. ნამყოს მიმღეობის წარმოება წესიერი ზმნებისთვის ნამყოს მიმღეობა წარმოადგენს ზმნის წარსული მარტივი დროის ფორმას. წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed . look look ed წესიერი ზმნები, რომლებიც სრულდებიან -e დაბოლოებაზე ემატებათ -d . close close d წესიერი ზმნები, რომლებიც სრულდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y ივცლება i-თი და ემატებათ -ed . tidy tid ied არაწესიერი ზმნების შემთხვევაში ნამყოს მიმღეობა განსხვავებულია ზმნის წარსული მარტივი დროის ფორმისგან. არაწესიერი ზმნების ცხრილში ზმნის მესამე ფორმა წარმოადგენს ზმნის ნამყოს მიმღეობას. საწყისი ფორმა წარსული მარტივი ნამყოს მიმღეობა eat ate eaten დავუბრუნდეთ კვლავ აწმყო სრული დროის დადებითი ფორმის წარმოებას. ქვემოთ მოცემულია სრული და შემოკლებული ფორმები. I / W...