Skip to main content

აწმყო სრული (Present Perfect)


აწმყო სრული (Present Perfect)

წარმოება

დადებითი (მტკიცებითი) ფორმა

აწმყო სრული დრო იწარმოება დამხმარე ზმნა  to have-ის აწმყო ფორმისა ( have / has ) და მთავარი ზმნის ნამყოს მიმღეობისგან.
ნამყოს მიმღეობის წარმოება
წესიერი ზმნებისთვის ნამყოს მიმღეობა წარმოადგენს ზმნის წარსული მარტივი დროის ფორმას.
წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed.


look
looked
წესიერი ზმნები, რომლებიც სრულდებიან -e დაბოლოებაზე ემატებათ -d.


close
closed
წესიერი ზმნები, რომლებიც სრულდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y ივცლება i-თი და ემატებათ -ed.


tidy
tidied
არაწესიერი ზმნების შემთხვევაში ნამყოს მიმღეობა განსხვავებულია ზმნის წარსული მარტივი დროის ფორმისგან. არაწესიერი ზმნების ცხრილში ზმნის მესამე ფორმა წარმოადგენს ზმნის ნამყოს მიმღეობას.


საწყისი ფორმა
წარსული მარტივი
ნამყოს მიმღეობა
eat
ate
eaten
დავუბრუნდეთ კვლავ აწმყო სრული დროის დადებითი ფორმის წარმოებას. ქვემოთ მოცემულია სრული და შემოკლებული ფორმები.


I / We / You / They
have ( ‘ve )
eaten
He / She / It
has ( ‘s )
packed

უარყოფითი ფორმა

უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნის უარყოფით ფორმას.


I / We / You / They
have not ( haven’t )
eaten
He / She / It
has not ( hasn’t )
packed

კითხვითი ფორმა

კითხვითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ ინვერსიას და დამხმარე ზმნა გადადის ქვემდებარის წინ.


Have
I / we / you / they
eaten?
Has
he / she / it
packed?
კითხვები, რომლებიც იწყება დამხმარე ზმნებზე ვპასუხობთ მოკლე პასუხებით და პასუხში ვიყენებთ კითხვაში გამოყენებულ ზმნას.


Yes,
No,
I / we / you / they
have.
haven’t.
Yes,
No,
he / she / it
has.
hasn’t.

გამოყენება

განვიხილოთ აწმყო სრულის გამოყენების შემთხვევები.
  • მოქმედებები და მდგომარეობები, რომლებიც წარსულში დაიწყო და ჯერ ისევ ჭეშმარიტია.
I’ve been a member of MENSA for over five years.
  • მოქმედებების რიგი, რომლებიც ახლაც გრძელდება.
She’s done a BA, an MA and a PHD so far.
  • წარსულში დასრულებული მოქმედება, სადაც დრო არ არის მითითებული.
Have you ever read any books by Edward De Bono?
  • დასრულებული მოქმედება, სადაც მნიშვნელოვანია აწმყოში შედეგი.
She’s been awarded a scholarship to study at Harvard.
  • მოქმედებები, რომლებიც ახლახანს მოხდა.
I’ve just received my exam results.
  • მომავალს (in time clauses)

Tell me when you’ve finished the report.


დავალება: გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე და შეასრულეთ დავალებები. ტესტი ფასდება
ავტომატურად, ასე რომ დასრულების შემდეგ შეძლებთ ნახოთ თქვენს მიერ დაშვებული

შეცდომები.
Elementary

Comments

Popular posts from this blog

აწმყო განგრძობითი (Present Continuous)

აწმყო განგრძობითი (Present Continuous) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო განგრძობითი დრო იწარმოება დამხმარე ზმნა to be-ს აწმყო მარტივი ფორმისგან ( am / is /are ) და მთავარი ზმნის აწმყოს მიმღეობისგან. აწმყოს მიმღეობის წარმოება უმრავლესობა ზმნებს ემატებათ დაბოლოება -ing . open open ing walk walk ing ზმნები, რომმლებიც ბოლოვდება -e დაბოლოებაზე -ing სუფიქსის დართვისას e შორდებათ. make mak ing close clos ing ყურადღება! ამ წესს არ ემორჩილებიან ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -ee დაბოლოებაზე და გამონაკლისი ზმნები ( age, dye, singe ). age age ing dye dye ing singe singe ing agree agree ing see see ing free free ing ერთ მარცვლიანი ზმნები, რომლებსაც აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი დაბოლოება, ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ და ემატებათ დაბოლოება -ing . run runn ing sit sitt ing ზმნები, რომლებიც არიან ორი ან მეტ მარცვლიანი, აქვთ თანხმოვანი + ხმოვანი +...

წარსული მარტივი ( Past Simple )

წარსული მარტივი ( Past Simple ) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა ინგლისურ ენაში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. როგორც წესიერი, ასევე არაწესიერი ზმნების წარსული მარტივი ფორმა იწარმოება ზმნის მე-2 ფორმით. წესიერი ზმნის მე-2 ფორმის წარმოება  წესიერი ზმნების უმეტესობას ემატება დაბოლოება -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან დაბოლოებაზე -e ემატებათ -d . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -თანხმოვანი + y დაბოლოებაზე, y იცვლება i -თი და ემატება   -ed . წესიერი ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან  -ხმოვანი + y  დაბოლოებაზე,  უცვლელად ემატება  -ed . ერთმარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი , -ed სუფიქსის დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებენ. ორ ან მეტ მარცვლიანი ზმნები, რომელთაც აქვთ დაბოლოება  თანხმოვანი + ხმოვანი + თანხმოვანი  და მახვილი მოუდის ბოლო მარცვალზე,  -ed  დართვისას ბოლო თანხმოვანს იორმაგებს. თუ ზმნას არ მოუდის მახვილი ბოლო მარცვალ...

აწმყო მარტივი (Present Simple)

აწმყო მარტივი ( Present Simple) წარმოება დადებითი (მტკიცებითი) ფორმა დადებით (მტკიცებით) ფორმაში აწმყო მარტივი დრო იწარმოება ზმნის საწყისი ფორმით “to” ნაწილაკის გარეშე. I / You / We / They work He / She / It work s ზმნების უმრავლესობას მხოლობითი რიცხვის მე-3 პირში ემატება დაბოლოება - s . ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან -o, -s, -ss, -sh, -ch ან -x-ზე ემატებათ დაბოლოება - es . I / You / We / They go He / She / It go es pass pass es brush brush es watch watch es fix fix es ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან თანხმოვანს + y -ზე y იცვლება i- თი და ზმნას ემატება დაბოლოება - es . I / You / We / They tidy He / She / It tid ies ზმნები, რომლებიც ბოლოვდებიან ხმოვანს + y -ზე ზმნას ემატება დაბოლოება - s . I / You / We / They play He / She / It play s უარყოფითი ფორმა უარყოფითი ფორმის საწარმოებლად ვიყენებთ დამხმარე ზმნებს do not (= don’t ) და does not (= doesn’t ) . მიაქციეთ ყურადღება, რომ doesn’t...